ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი 282 სკოლაშია შეწყვეტილი. რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების ხელმისაწვდომობა რაიონებში გამოსწორდა და ამ დროისთვის დარჩა 61 სკოლა, სადაც შეჩერებულია სასწავლო პროცესი.
აქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 დღით სასწავლო პორცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება. სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში 1 თებერვალს აღდგება.