ბორჯომში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დასვენებასთან ერთად მათ სამკურნალო პროცედურების ჩატარების საშუალებაც აქვთ. ველური ბუნების მოყვარულები კი ხშირ შემთხვევაში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს სტუმრობენ. ბორჯომში ტურიზმის განსავითარებლად აქტიურად მუშაობს ბორჯომის მუნიციპალიტეტიც. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებას უწევს ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურაც და მომსახურებაც ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამოს.