"დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მოხალისეობის გზით", ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ა.ო. Helping Hand მომდევნო 2 თვის განმავლობაში განახორციელებს. პროექტში ჩართვის საშუალება 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს აქვთ. მათი შერჩევა აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. მსურველებს განაცხადის შევსება 4 თებერვლამდე შეუძლიათ.