დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს რეკომენდაციით მიმართავს.
„ორსულები უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს ან იმ ადგილებს, სადაც ვირუსიანი ადამიანია. ვირუსის სიმპტომების გამოჩენის პირველივე შემთხვევისთანავე კი უნდა მიმართონ ექიმს. ამ დროისთვის მკურნალობას რამდენიმე ორსული ქალბატონი გადის, თუმცა შემთხვევები გართულებული არ არის“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, ფატალურ შედეგს ხშირ შემთხვევაში ექიმთან დაგვიანებული მიმართვიანობა იწვევს, ამიტომ ისინი მოსახლეობას დროულად მიმართვას ურჩევენ.