შრომითი ბაზარი და დასაქმების ხელშეწყობა; ხელმისაწვდომი
მედიკამენტები; ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება; დედათა და
ბავშვთა ჯანმრთელობა; გამჭვირვალე და სამართლიანი სოციალური
მხარდაჭერისა და დახმარების სისტემა და პენსია, - ასეთია შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ძირითადი
პრიორიტეტები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სამუშაო
შეხვედრაზე დავით სერგეენკომ წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის
პრიორიტეტები დადებითად შეაფასა და დავით სერგეენკოს მადლობა
გადაუხადა.