გრიპის შემთხვევების სიხშირისა და სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მომართვიანობის გაზრდის გამო, შპს „ჯეო ჰოსპიტალს’’-ის კლინიკათა ქსელი უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას, სამედიცინო დაწესებულებების სამუშაო საათების გაზრდის შესახებ. ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრი, საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი, ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სამტრედიის ამბულატორიული ცენტრი, ხონის ამბულატორიული ცენტრი, ჭიათურის ამბულატორიული ცენტრი: ყველა აღნიშნული კლინიკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში. ჩვენი ამბულატორიული სამსახურის სამუშაო საათები განისაზღვრა 9:00 საათიდან-21:00 საათამდე, როგორც სამუშაო დღეებში, ასევე შაბათ კვირას. პირველ ეტაპზე ასეთი სამუშაო რეჟიმი განისაზღვრა 2 კვირის ვადით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გახანგრძლივდება მოთხოვნილების შესაბამისად.