გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დელეგაცია ეწვია, რომელისაც კატასტროფების რისკების მართვის სფეროში ექსერტი რუიჩი ჰარა ხელმძღვანელობს.
დელეგაციის წევრებს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის სპეციალისტები შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კატასტროფების რისკების მართვის სისტემა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები დეტალურად განიხილეს. კატასტროფების რისკების მართვის სფეროში საქართველო იაპონიის გამოცდილებას გაიზიარებს.