48-ე ადგილი 168 ქვეყანას შორის - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნომ კორუფციის აღქმის ინდექსის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 100 ქულიდან საქართველოს 52 მიენიჭა.
ეკა გიგაურის განმარტებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კორუფციის აღქმის ინდექსი ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ისევე, როგორც წელს, საქართველოს მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის საუკეთესოა. ამავე დროს, ინდექსის მიხედივით, საქართველოს ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოზე უკეთესი შედეგი აქვს.
პრეზენტაციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლებმა იმ ფაქტორებზე ისაუბრეს, რომლებიც ქვეყანაში კორუფციის რისკს ზრდის. აქცენტი არაფორმალურ მმართველობასა და სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების მაღალ მაჩვენებლზე გაკეთდა.
კვლევის მიხედვით, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალი დანიაში (91), ფინეთსა (90) და შვედეთშია (89), მაქსიმალურად უარყოფითი შედეგი კი ჩრდილოეთ კორეასა და სომალიში (8 ქულა) დაფიქსირდა.