გავრცელებული გრიპის ვირუსებისა და ავადობის გამო, ბალანთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სწავლა აქ ორშაბათიდან, 1 თებერვლიდან განახლდება. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ქალაქის სკოლებში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ სკოლებში სადაც 20%-ზე მეტი იყო გაცდენა ავადმყოფობის გამო, სასწავლო პროცესი 3 დღით გადაიდო, გაცდენილი დღეების ანაზღაურება კი სემესტრის ბოლომდე, შაბათი დღის ხარჯზე ეტაპობრივად მოხდება.