ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით იმ სკოლებში, სადაც 20%- ზე მეტი იყო გაცდენა ავადობის გამო, სამი დღით გადაიდო სასწავლო პროცესი. სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით დირექტორი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს მშობლებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 188 სკოლას შორის, მსგავი გაცდენები დაფიქსირდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალანთის საჯარო სკოლაშიც.