ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმებზე იმსჯელეს.
დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტარტაპების
დაფინანსების მექანიზმები იქმნება, - ამ თემაზე ეკონომიკური საბჭოს
დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი
კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში
გაიმართა.
საბჭოს წევრებმა სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურა, პრინციპები და
ძირითადი მექანიზმები განიხილეს.
დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების
ჩამოყალიბების პროცესში, საქართველოს მთავრობა საუკეთესო საერთაშორისო
პრაქტიკას გაიზიარებს.