"ქვეყანაში უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელებს არ შეექმნებათ პრობლემა" - შსს

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და იმპორტიორი ბიზნესის წარმომადგენლები, განსაკუთრებული ვნებათღელვა გამოიწვია მარჯვენასაჭიანი მანქანების თემამ, რაზეც მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ქვეყანაში უკვე არსებული მანქანების მფლობელებს არ შეექმნებათ პრობლემა. შეზღუდვები შეეხება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანას. ასევე მიდგომა დაბალანსებული იქნება საექსპორტო შემთხვევაშიც. მომხსენებელმა იმ რისკებზე ისაუბრა, რასაც უკვე მომრავლებულ მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალებები ქმნიან გზებზე მოძრაობის დროს. მან აქვე ისიც განმარტა, რომ ამ ცვლილებების ასამოქმედებლად მოცემული იქნება გონივრული ვადა, რომ იმპორტიორები არ დაზარალდნენ.

გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის, ხოლო 3-დან 6-წლამდე ასაკის ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში მოექცევიან.

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ საკითხზე კიდევ იმსჯელებენ წამყვან კომიტეტებთან ერთად, სადაც გამოთქმული შენიშვნები შეჯერდება, დაიხვეწება და მხოლოდ ამის შემდეგ გავა კანონპროექტი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად. ამ წინადადებას კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.