შს
მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, საქართველოს სამთო-სათხილამურო
კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში,
გუდაურში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სპორტული სკოლების
ხელმძღვანელები, მწვრთნელები, მაშველები და სპორტსმენები
დაესწრნენ.
შსს-ს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, სათხილამურო გზებზე დამატებითი
უსაფრთხოების მიზნით, გუდაურში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი 14
პატრულ-ინსპექტორი მიავლინა, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგსა და
დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. პატრულირება სათხილამურო
ტრასებზე წინასწარ დაწესებული გრაფიკით ყოველდღიურად, 10:00 საათიდან
17:00 საათამდე და 20:00 საათიდან 22:00 საათამდე განხორციელდება.
სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში
ამოქმედდა.
შს მინისტრის ბრძანების თანახმად, ასევე აიკრძალება საქართველოს
სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძის
უღელტეხილი) სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი
საშუალებით გადაადგილება, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და
საპოლიციო მიზნებისა. უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის
დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები
თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში
უზრუნველყოფენ.
პატრულირების მსგავსი სისტემა აპრობირებულია ევროპაში, ზამთრის
ცნობილ კურორტებზე. საქართველოში ახალი საპილოტე პროექტის მიზანია
სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენცია და
დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა.
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.