განათლების სამინისტრო მშობლებს და მასწავლებლებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.
ამ ეტაპზე არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ სკოლებში სწავლა შეწყდეს. თუმცა ჩვენ გადაგზავნილი გვაქვს ინსტრუქცია სკოლებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ავადმყოფი ბავშვი მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას. თუ სკოლაში ვინმეს გრიპის სიმპტომი აღმოაჩნდა, მყისიერად ხდება ოჯახის ინფორმირება. სკოლის ადმინისტრაციას აქვს მითითება, რომ სისტემატიურად მოხდეს სასწავლო ოთახების სველი წესით დამუშავება და განიავება“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.
გრიპის ვირუსის მატების გამო სასწრაფო დახმარების სამსახური და პირველადი ჯანდაცვის 2 დაწესებულება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორ ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, გრიპის ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მედიკოსები მიმართავენ მოსახლეობას, გაციების შემთხვევაში ბავშვები სკოლაში არ გაუშვან, ხოლო თვითონ სამსახურებში არ წავიდნენ.