„ცხელების გამოძახებაზე, რომელიც არის არარისკ ჯგუფის
პაციენტებში, არ უნდა გავიდეს სასწრაფოს სრულად აღჭურვილი ბრიგადა,
არამედ უნდა გავიდეს მსუბუქი მანქანა, რომელშიც იქნება მარტო ოჯახის
ექიმი, რომელსაც შეეძლება კონსულტაციის ჩატარება. მზად ვარ რომ ჩემი
მანქანა, რითაც დავდივარ, გადავამისამართო ამ საქმეზე“ - ამის შესახებ
დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით
სერგეენკომ განაცხადა. მანვე სასწრაფოს სამედიცინო დახმარების
ხელმძღვანელებს და მენეჯერებს მოუწოდა, სამსახურეობრივი მოხმარების მანქანები დაუთმონ ოჯახის
ექიმებს, რომლებიც არარისკ ჯგუფის ვირუსულ გამოზახებებზე გავლენ.
მინისტრის ეს ინიციატივა, განპირობებულია სასწრაფო დახმარების
გაზრდილი მიმართვიანობით და მიზნად ისახავს, სასწრაფოს აღჭურვილი
ეკიპაჟების რესურსის მოხმარებას გადაუდებელი მდგომარეობის
სამართავად.
საგანგებო თათბირზე, მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის,
თბილისისა და რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ხელმძღვანელებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და შესაბამისი
დირექტივები გასცა. მინისტრმა მიმართვიანობის გაზრდის პირობებში,
სამედიცინო დაწესებულებებს შესაბამისი ზომების მიღებისა და მზაობისკენ
მოუწოდა.