დაავდებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს, თუმცა მოსახლეობას ჰიგიენის ნორმების დაცვისა და ჯანმრთელობის პრობლემების არსებობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებისთვის დროულად მიმართვისკენ მოუწოდებენ. პაატა იმნაძის თქმით, ე.წ. ღორის გრიპი ტემპერატურის მკვეთრი მატებითა და სასუნთქი გზების პრობლემებით ხასიათდება.