საგზაო მოძრაობის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
"საგზაო
მოძრაობის
შესახებ"
კანონთან
ერთად,
ცვლილებები
"ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსშიც"
შედის.
პარლამენტში
ინიცირებული
პროექტის
მიხედვით,
შემხვედრი
სატრანსპორტო
ნაკადის
გამყოფი
უწყვეტი
ღერძულა
ხაზის
გადაკვეთისა
და
საპირისპირო
მიმართულებით
მოძრაობაზე,
წესდება
ახალი
ადმინისტრაციული
ჯარიმა
- 300
ლარის
ოდენობით.
მკაცრდება
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
მძღოლის
მიერ
ქვეითად
მოსიარულეებთან
მიმართებაში
წესების
დარღვევაზე
-
პირველი
დარღვევის
შემთხვევაში
ჯარიმა
იქნება
- 40
ლარი,
განმეორების შემთხვევაში
კი
- 150
ლარი.
ადმინისტრაციული
ჯარიმა
200-დან
300
ლარამდე
იმ
პირის
მიმართ
იზრდება,
რომელიც
საქალაქო,
საქალაქთაშორისო
ან
საერთაშორისო
რეისებით
მგზავრების
რეგულარული
გადაყვანისას
სიჩქარეს
გადააჭარბებს.
მანქანის მართვის დროს ტელეფონზე საუბრისას მძღოლები 10 ლარის ნაცვლად 30 ლარით დაჯარიმდებიან.
ძალაში
რჩება
ალკოჰოლის
ზემოქმედების
ქვეშ
მყოფი
მძღოლისთვის
ავტომანქანის
მართვის
მოწმობის
6
თვით
შეჩერება,
თუმცა
მართვის
უფლების
აკრძალვის
ჯარიმით
შეცვლის
წესი
იცვლება.
კერძოდ,
თუკი
ჯერ
კიდევ
მოქმედი
კანონით,
მოქალაქეს
შეუძლია,
მართვის
უფლების
აკრძალვის
მეორე
დღიდანვე
მისი
ჯარიმით
შეცვლა
მოითხოვოს,
პარლამენტში
ინიცირებული
პროექტით,
პირს
ასეთი
უფლება
მხოლოდ
3
თვის
გასვლის