ნინოწმინდაში მომხდარ კვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია

ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულებს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

ექვსი ბრალდებულიდან ერთ მათგანს დარიკო შ–ს 5 000 ლარიანი გირაო, ხოლო 5 პირს პატიმრობა შეეფარდა.

საქმის პროკურორი ვასილ ოსაძე ექვსივე პირის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას შეფარდებას მოთხოვდა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები ტყემლანის მკვიდრის ქეთევან ხმალაძის სახლში შეკრიბნენ და ნინოწმინდაში ფულის გატაცემის მიზნით, ერთ–ერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს. გეგმის სისრულეში მოყვანა კი 13 იანვარს ღამით გადაწყვიტეს. ოჯახის დიასახლისს კარი მოტყუებით გააღებინეს და რძალ–დედამთილს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. 78 წლის ქალბატონმა ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ერთ–ერთმა მათგანმა ყელის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულები კი მიიმალნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ექვსი პირი სამართალდამცველებმა სოფელ ტყემლანაში დააკავეს. დაკავებულთაგან ახალციხის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მხოლოდ ერთი – ქეთევან ხმალაძეა. დანარჩენი ბრალდებულები ფოთიდან, ურეკიდან, ნინოწმინდიდან და ხულოდან არიან.

სხდომაზე ექვსი ბრალდებულიდან ადვოკატები მხოლოდ სამი მათგანის უფლებებს იცავდნენ. დანარჩენმა სამმა თემურ ბ–მ, ივანე გ–მ და კობა შ–მ პროკურორის შუამდგომლობაზე – მათ სახაზინო ადვოკატი დანიშნოდათ, უარი თქვეს.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებას ედავება ერთ–ერთ ბრალდებულს, ფოთში მცხოვრებ დარიკო შ–ს. პროკურატურა ირწმუნება, რომ დანაშაულის დაგეგმვისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ, მან ყველაფერი იცოდა. გარდა ამისა, პროკურორის მტკიცებით, დარიკომ  ბრალდებულებს ავტომობილში საწვავიც ჩაუსხა.  შავაძის ადვოკატის თქმით კი ბრალეულობა ჯერ სხვა პირებს უნდა დაუმტკიცდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელონ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულზე.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება სამართლიანობიკენ” ხელმძღვანელს ქეთევანს ხმალაძეს, მის უფლებებს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე იცავს.  უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 20 000 ლარიანი გიორაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ადვოკატის მტკიცებით, ხმალაძე გამოძიებასთან დაკავების დღიდან თანამშრომლობს.

სასამართლო პროცესს მოსამართლე ნათია მერაბიშვილი უძღვებოდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 16 მარტს 6 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 108-ე და 376-ე მუხლებით).

წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი"

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.