ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ხაზის ელექტროგადამცემი შენდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მენეჯმენტი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით აჭარის რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, სსე-ის მენეჯმენტი ადგილზე გაეცნო ახალციხე-ბათუმის 220 კვ.იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის სამუშაოებს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხე-ბათუმის 220კვ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ კონტრაქტი “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა” და ინდურ კომპანია KEC-ს შორის 2015 წლის აგვისტოს თვეში გაფორმდა და 2018 წელს დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება მდინარე აჭარისწყალზე მშენებარე ჰესების -“შუახევიჰესის” და “კორომჰეთიჰესის” მიერთება სახელმწიფო ენერგოსისტემასთან და მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სისტემაში შეყვანა, რაც დაახლოებით 360 მეგავატს შეადგენს.

პროექტი “მსოფლიო ბანკის” მხარდაჭერით ხორციელდება, მისი ღირებულება 36,6 მლნ. აშშ დოლარია.

ვიზიტის ფარგლებში, ინსპექტირება ჩაუტარდა საერთო ჯამში 51 კმ-ი სიგრძის, N250-398 შუალედში მდებარე ანძებს. გაიზომა დახრის კუთხეები, მოინიშნა მეწყერსაშიში უბნები, კონტრაქტორთან, ქვეკონტრაქტორთან და კონსულტანტთან ერთად ხაზის დათვალიერების პარალელურად, გაიმართა შეხვედრები პროექტში არსებული საკითხების განხილვისა და გადაჭრის მიზნით.

“პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბათუმის ელექტრომომარაგებას, გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მუშაობის საიმედოობას, და ჭარბი ელექტროენერგიის შემთხვევაში, მოგვცემს საშუალებას, განვახორციელოთ ექსპორტი თურქეთისა და სხვა პოტენციური ბაზრების მიმართულებით”, – განაცხადა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობის გამო, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მენეჯმენტი მსგავსი ტიპის ვიზიტებს მომავალშიც გააგრძელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.