20 იანვრიდან ბაკურიანს ახალი რეანომობილი ეყოლება. გადაუდებელი შემთხვევების და კატასტროფების დროს, სამედიცინო ბრიგადის გამოძახება ადგილობრივებს თბილისიდან აღარ მოუწევთ. შესაბამისად არც რამდენიმე საათიანი ლოდინი იქნება საჭირო ბრიგადის დედაქალაქიდან ჩამოსასვლელად. რეანომობილთან ერთად ბაკურიანში რეანიმატოლოგებიც მუდმივად იმუშავებენ.