ცეცხლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდართან დაკავშირებით 112-ზე შეტყობინება, 22:07 საათზე შევიდა. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის - სოფიო კობაიძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სახურავს შეშის ღუმელის საკვამურიდან მოედო. დამწვარია სახლის სახურავი, წყლის ჭავლისგან კი დაზიანდა ოთახები და ავეჯი. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.
"უმნიშვნელო ცეცხლი იყო , დროულად მოხდა მისი ლოკალიზება. ზარალი არ არის. ოჯახის წევრებს პრეტენზია არ აქვთ, შესაბამისად გამოძიება არ დაგვიწყია".