აქციზის განაკვეთის ზრდის გამო თამბაქოს პროდუქციაზე ფასები 28-დან 35 თეთრამდე უკვე გაიზარდა. როგორც ცნობილია, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთი ფიქსირებული 20 თეთრით და ღირებულების 5%-ით გაიზარდა.
კერძოდ, თუ სიგარეტის ღირებულება ლარს და 50 თეთრს შეადგენდა, მისთვის აქციზის განაკვეთი 28 თეთრით გაიზარდა, 2-ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში – 30 თეთრით, 2.5 ლარის ღირებულების სიგარეტის შემთხვევაში – თანხას 33 თეთრი დაემატა, ხოლო 3-ლარიანი სიგარეტი 35 თეთრით გაძვირდა. ფასები ორშაბათიდან, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.
საქართველოს
პარლამენტმა
სიგარეტსა
და
ალკოჰოლურ
სასმელებზე
აქციზის
განაკვეთის
გაზრდასთან
დაკავშირებული,
საგადასახადო
კანონმდებლობაში
ცვლილებები
მესამე
მოსმენით
11
დეკემბერს
დაამტკიცა.
ცვლილებების
თანახმად,
აქციზის
ფიქსირებული
განაკვეთი
2016
წლის
1-ელი
იანვრიდან
გაიზარდა.
აღნიშნული
ცვლილებები
მთავრობამ
თამბაქოს
კონტროლის
ღონისძიებების
გამკაცრებით,
ამ
მხრივ
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
დაახლოებითა
და
ალკოჰოლურ
სასმელებზე
აქციზის
განაკვეთის
ოპტიმიზაციის
მიზნებით
ახსნა.