სავარაუდო ინფორმაციით, რამდენიმე უცნონი პირი სახლში შეღწევას ბინის გაძარცვის გამო ცდილობდა. შემთხვევას ოჯახის წევრის - ასაკოვანი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს ტელეკომპანია "ბორჯომთან" აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი ამ დროისთვის დაკავებულია.
გამოძიების დასრულების შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით შსს განცხადების გავრცელებას გეგმავს.