სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ცვლილებები უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდება.
დაუკმაყოფილდება თუ არა სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მოთხოვნა, ჯერჯერობით უცნობია.
შსს–ს ინფორმაციით, რეორგანიზაციის გამო, თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადება, ყველა რეგიონის დეპარტამენტის დირექტორმა დაწერა.
შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ კალანდაძე სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2013 წლის 26 ნოემბერს დაინიშნა.
წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი"