იუსტიციის სამინისტრო მიწების იმ მესაკუთრეებს რომლებსაც შესაძლოა წესრიგში არ აქვთ საბუთები წამახალისებელ ნორმებს სთავაზობს და საბუთების მოძებნაში დაეხმარება.
"მიწების რეგისტრაციის თემა და კერძო საკუთრებაში რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ამიტომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთახნმებით გეგმავს წარმოადგინოს წამახალისებელი ნორმები ყველა კერძო მესაკუთრისთვის, რომელსაც შესაძლოა საბუთები არ ჰქონდეს წესრიგში, რაც შეიძლება ყოფილი ტექნიკური ბიუროების არქივებში ინახებოდეს. ჩვენ დავეხმარებით ყველა კერძო მესაკუთრეს შეადგინოს თავისი "დოსიე" და მარტივად დაირეგისტრიროს თავისი საკუთრება.
მესაკუთრეები რაც მეტ მიწას დაირეგისტრირებენ და ამას მალე გააკეთებენ, ეს ჩვენი სახლემწიფოსთვის მნიშვნელოვანია, თუმცა რა თქმა უნდა კერძო მესაკუთრეს ვადებში შეზღუდვა ვერ ექნება, რადგან ის კერძო მესაკუთრეა. ჩვენთვის მთავარია დავეხმაროთ მესაკუთრეებს საბუთები მოიძიონ, რადგან ჩვენ ვიცით რომ მიწის რეფორმა როგორ რთულად ჩატარდა საქართველოში 90-იანი წლებიდან",-განაცხადა თეა წულუკიანმა.