„თოვლის საერთაშორისო დღე 2016“ ბაკურიანში
აღინიშნება
16 და 17 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს სამთო სათხილამურო
ფედერაცია, სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტთან და გუდაურის
განვითარების სააგენტოსთან ერთად, ორ კურორტზე - ბაკურიანსა და
გუდაურში - თოვლის საერთაშორისო დღისადმი “World Snow Day 2016”
მიძღვნილ ღონისძიებებს ჩაატარებს .
სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) ამ
ინიციატივას საქართველო ყოველწლიურად უერთდება. ზეიმის მიზანი
სამთო-სათხილამურო სპორტისადმი და ზოგადად აქტიური ცხოვრების
წესისადმი ინტერესის გაღვივებაა.
„წელს, უკვე მეხუთედ ტარდება თოვლის საერთაშორისო დღე. ამ
ღონისძიებით გვსურს ბავშვებს, მოზარდებს, მათ ოჯახებს დავანახოთ თუ
რამხელა სიამოვნების მონიჭება შეუძლია თოვლს, თუ ის იქნება უსაფრთხო,
მოემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესს და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს.
ამიტომ ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს და ამაში საქართველოს სათხილამურო
ფედერაცია და მისი პარტნიორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ“-
განაცხადა ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ეკა
გაბაშვილმა.
ბაკურიანში თოვლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდება
საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი - გიგანტურ სლალომსა და
სპეციალურ სლალომში. შეჯიბრს დაესწრებიან ბორჯომის ხეობის და
ბაკურიანის სკოლების მოსწავლეები. ტურნირის შემდეგ გაიმართება საზეიმო
დაჯილდოვება.
სპორტსმენი გოგონები და ვაჟები, სამ ასაკობრივ ჯგუფში
განაწილდებიან:
ბავშვები I, დაბადების წელი 2002-2003
ბავშვები II, დაბადების წელი 2000-2001
მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 1999 და
უფროსი.