დღეიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სილამაზის სალონი შემოწმდება. სალონში იარაღების სტერილიზაცია, ხელთათმანების გამოყენება, თეთრეულის ცვლა, რეცხვის რეგულირება და სხვა ჰიგიენური ნორმების დაცვა სტილისტებთან ერთად კოსმეტოლოგებს და მანიკურის სპეციალისტებსაც მოეთხოვებათ. აღნიშნული დადგენილება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა. ბორჯომში ადგილობრივები ახალ რეგულაციას აფასებენ.