ბორჯომში მცხოვრები სამსონიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. წლების წინ მათ საცხოვრებელი სახლი დედისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების შესაძენად გაყიდეს და ახლა ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. ანზორ სამსონიძე, რომელიც ომის ვეტერანი იყო გარდაიცვალა. მისი ძმა ნუგზარ სამსონიძე კი მთავრობას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სთხოვს.