2015 წლის 30 დეკემბრის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ბორჯომის რამდენიმე სოფელი ვერ მოხვდა. საკრებულოში დღეს დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 9 წევრით დაკომპლექტდა. ჯგუფი ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფლებში იმუშავებს. დემოგრაფიულ მონაცემებს, დასაქმების დონეს, კლიმატურ პირობებს შეისწავლის და შუამდგომლობის მიზნით დოკუმენტს მოამზადებს. საკრებულოში იმედოვნებენ, რომ ჯგუფის მუშაობა შედეგიანი იქნება და მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას ბორჯომის რამდენიმე სოფელი კიდევ დაემატება. შეგახსენებთ, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ბორჯომის 16 სოფელს და 1 დაბას მიენიჭა.