დღეს, 2016 წლის პირველ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ ჩააბარა. ჩაჩანიძემ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე საკრებულოში შესრულებულ სამუშაოებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. კითხვაზე თუ რას თვლის ამ ხნის განმავლობაში მთავარ მიღწევად, ის თანხები დაასახელა, რაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად გამოიყო.