უბედური შემთხვევა ბაკურიანში 9 იანვარს მოხდა.
დასასვენებლად ჩასული ახალგაზრდა ცოლ–ქმარი „ბურანით“ სეირნობის
დროს დაშავდნენ.
დაშავებული ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში
გადაიყვანეს, ახალგაზრდა ქალს თავის ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა.
მოგვიანებით, მდგომარეობის გართულების გამო, ის თბილისში,
ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა
მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა და გუშინ 13 იანვარს
გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის
პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო
საშუალებას მართავს. შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის
გარდაცვალების გამო მისი გადაკვალიფიცირება 276-ე მუხლის მეხუთე
ნაწილით მოხდა.