როგორც "ფრანს 24" იუწყება, შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა გააკეთა. მისი განცხადებით, ვიზის მიღების ვადა ხუთი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, თურქეთის, ვიეტნამის და ინდონეზიის მოქალაქეებს შეუმცირდებათ. აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეები, ტურისტულ ვიზას 48 საათში მიიღებენ.
გადაწყვეტილება საფრანგეთმა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გამო მიიღო, თუმცა მისი ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.