ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, ავტაოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “სუბარუს” მარკის ავტომობილი ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მეეზოვეს დაეჯახა. შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი"