განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის
სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული
ვადები:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის
წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის
ვადა - 2016 წლის 11 იანვრიდან 18 იანვრის
ჩათვლით.
2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე
რეგისტრაციის ვადა - 2016 წლის 22 იანვრიდან 04
თებერვლის 18:00 სთ-მდე.
3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების
სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა
- 2016 წლის 09 თებერვლიდან 18 თებერვლის
ჩათვლით.