გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი 3
სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისსა და სოფელ საკირეში ნანახი იქნა
უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები, სადაც განთავსებული იყო
დაუფირნიშებელი მორები. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო იქნა
ნაპოვნი ბორჯომის რაიონის სოფელ მაჭარწყლის ტყისბუდეში. აღნიშნულ
ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა უკანონოდ მოპოვებული
მორები.
განხორციელდა სახერხი საამქროების დემონტაჟი და გადატანილ იქნა
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი იქნა ნაპოვნი ბორჯომის
რაიონის სოფელ ყვიბისსა (2 ფაქტი) და კორტანეთში.
სამართალდამრღვევების ვინაობა ამ ეტაპზე
უცნობია.
შედგა შესაბამისი აქტი.