შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნარკოტიკული
ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის
შემთხვევებიგამოავლინეს მებაჟე-ოფიცრებმა 8 იანვარს, საბაჟო გამშვებ
პუნქტზე „ვალე“. კერძოდ, ავტომობილში, რომელსაც ირანის მოქალაქე ჰ.ჰ.
მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ 10 აბი
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი OPIDOL
აღმოაჩინეს.
იმავე დღეს, ასევე ირანის მოქალაქე მ.ჰ.-ის კუთვნილი ბარგის
ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის
თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები
DIPHNOKIM - 20 აბი და ACETAMINOPHEN CODEINE- 10 აბი
აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო
შემოტანის მცდელობა გამოვლინდა 11 იანვარსაც, საბაჟო გამშვებ პუნქტზე
„სარფი“. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე
ნ.ი.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად
მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი APRANAX PLUS აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის
ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.