ყინულის ქანდაკებების ფესტივალის 12 წლიან ტრადიციას წელს
ვეტერანები გააგრძელებენ და საზოგადოებას „მშვიდობის“ თემაზე შექმნილ
ნამუშევრებს წარუდგენენ. ფესტივალი მიზნად ისახავს საზოგადოებაში
ვეტერანების შესახებ ცნობიერების ამღლებას და მომავალი თაობისთვის
ვეტერანების საქმიანობის გაცნობას. ფესტივალის წლევადნელი
ორგანიზატორია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. ხვალ, 13
იანვარს 15 მონაწილე ვეტერანი საზოდოებას საკუთარ ნამუშევრებს გააცნობს. ფესტივალი 6
იანვარს გაიხსნა და 13 იანვარს , საღამოს 19:00 საათზე კონცერტითა და
სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით დაიხურება. მონაწილეებს პრიზებსა
და სიგელებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი
ირაკლი შიხიაშვილი გადასცემს.
„ მნიშვნელოვანია და სიმბოლურია ის, რომ ქვეყნის ტეროტორიული
მთლიანობისთვის მებრძოლები შექმნიან ქანდაკებებს მშვიდობის თემაზე.
საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები - ვეტერანები,რომლებიც
ყოველთვის მზად არიან სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვან,
ასევე არიან ბრწყინვალე ხელოვანები: მხატვრები, ფერწერები,
მოქანდაკეები.
წინა ხელისუფლების პერიოდში ვეტერანების მუდმივი მარგინალიზაცია
ხდებოდა, მათ უნდოდათ ჩვენი სამშობლოს გმირები მეამბოხე და
წარუმატებელ ადამიანებად წარმოეჩინათ. მინდა მომავალმა თაობამ
უკეთესად გაიცნოს ვეტერანები, იცნობდნენ მათ, როგორც შემომქმედს,
წარმატებულსა და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს. ვეტერანი
ახალგაზრდა თაობისთვის ყოველთვის უნდა იყოს უშრეტი ენერგიის ძალა
იმისთვის, რომ მათ მუდმივად იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის უკეთესი
მომავლისთვის.“ - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.