სახალხო დამცველი ბორჯომში სუიციდის ფაქტს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს 2016 წლის 9 იანვარს, ბორჯომში, 17 წლის არასრულწლოვანის თვითმკვლელობის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლის საფუძველზე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო საქმისწარმოება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ბავშვთა თვითმკვლელობის პრევენციის ერთიანი დოკუმენტი. ამდენად, ვერ ხერხდება პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ–ფაქტორების შესწავლა და აღნიშნული ფენომენის აღმოსაფხვრელი პრევენციული ზომების მიღება. სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ შესწავლილი საქმეებიდან, არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა სსკ–ს 115–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე ბრალდებული პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკისრება სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. კერძოდ,  მან მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება და მისი ჯანსაღი განვითარება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი (CRC) შეშფოთებულია მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არასრულწლოვანთა სუიციდის მზარდი მაჩვენებლით და  მოუწოდებს სახელმწიფოებს, მიიღონ ეფექტიანი ზომები აღნიშნული ფენომენის გასააზრებლად და მისი პრევენციისა და აღმოფხვრისათვის განახორციელონ მხარდაჭერისა და ინტერვენციის პროგრამები.

არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის გამომწვევი ფაქტორები მრავალგვარია და განსაკუთრებულ შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს. მაგალითად, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი თავის N13 ზოგად კომენტარში (ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის უფლების შესახებ) ბავშვთა მიმართ ძალადობას განმარტავს, როგორც არასრულწლოვანთა სუიციდის ერთ–ერთ მთავარ მიზეზს. ამასთან, კომიტეტმა როგორც 2008 წლის დასკვნით შენიშვნებში საქართველოს მიმართ და თავის N15 ზოგად კომენტარში (ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი შესაძლებელი სტანდარტით სარგებლობის შესახებ), ხაზი გაუსვა სუიციდური ქცევების პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობას და ამ კუთხით შესაბამისი ზომების მიღებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებმა – მასწავლებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ თავიანთი როლი და პასუხისმგებლობა ბავშვის უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის პრევენციის მიმართულებით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ბავშვთა თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები აღნიშნულის აღმოსაფხვრელად – დაიწყოს მუშაობა არასრულწლოვნებში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის შესამუშავებლად და უზრუნველყოს ამ პროცესში ექსპერტების, სპეციალისტებისა თუ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით, განახორციელოს სწრაფი და  ეფექტიანი გამოძიება.

საქართველოს სახალხო დამცველი, საკუთარი ინიციატივით, თვალყურს მიადევნებს პასუხისმგებელი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას. 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.