გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ
კორტანეთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოში,
უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.
იქვე ნაპოვნი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი
მორიც.
განხორციელდა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროს დემონტაჟი, რის
შემდეგაც ის გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში.
ბორჯომის რაიონის სოფელ წაღვერში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის
ეზოში კი უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ნანახი იქნა
დაუფირნიშებელი მორები.
განხორციელდა აღნიშნული სახერხი საამქროს დემონტაჟი და ის
გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.