საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 7 მოქალაქე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს
ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის საჭირო სასაქონლო ზედნადებში,
სისტემატურად შეჰქონდათ ყალბი მონაცემები მასალის წარმოშობის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ, რის შემდეგაც, აღნიშნული
ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით ახორციელებდნენ უკანონოდ მოპოვებული ხე
- ტყის მასალის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს
მასშტაბით.
დაკავებული მეწარმე სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან
4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.