გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბაკურიანის სატყეო
უბანში უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი
აღმოაჩინეს.
უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი იქნა ნანახი ბორჯომის რაიონის
სოფელ ჭობისხევშიც.
სამართალდამრღვევების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
გამოვლინდა უკანონო თევზჭერის
ფაქტიც. სამართალდამრღვევს, ბორჯომში, ქვაბისხევის
კაშხლიდან მდინარე მტკვარში ჩაშვებული ჰქონდა სახლართი
ბადე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების
მიერ ამოღებული და დალუქული იქნა სახლართი ბადე და მოპოვებული
თევზი.
შედგა შესაბამისი ოქმი.
ასევე უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები ნანახი იქნა
ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევსა და დაბა ახალდაბაში საცხოვრებელი
სახლის ეზოებში.
განხორციელდა სახერხი საამქროების დემონტაჟი, რის შემდეგაც
ისინი გადატანილი იქნა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში.