ინფორმაცია მძღოლებისთვის - აკრძალული და აღდგენილი მოძრაობა გზებზე

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, ჩატერებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის თავისუფალია.

დღეს, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ასევე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე. თოვლისა და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ გზაზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეც:

ინტენსიური წვიმების შედეგად გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ70-კმ172 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ69   (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.