საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი ხვალ, 12 იანვარს 2.4198 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4174 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.6359 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.6270 ლარს შეადგენდა.