რევაზ ლაშხი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი 59კგ წონით კატეგორიაში გახდა. მან მოწინააღმდეგე დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. რევაზ ლაშხს გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლა ირაკლი შავაძესთან (აჭარა) მოუწია.
საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატი თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სპორტის ახალ სასახლეში ჩატარდა.
რევაზ ლაშხი წარმოშობით ბორჯომიდანაა. ის 2011 წლის ევროპის ჩემპიონია. მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში 60 კგ. წონით კატეგორიაში და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
რევაზ ლაშხი ჭაბუკთა შორის ევროპისა (2004) და მსოფლიოს (2005) ვერცხლის პრიზიორია.