ბორჯომში 17 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით მას მეგობარმა მიტოვებულ შენობაში მაშინ მიუსწრო, როცა თავის ჩამოხრჩობა სცადა. იგი სასწრაფოდ თბილისის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ექიმებმა ვეღარ შეძლეს. სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. მომხდარის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.