კომპანია "ბორჯომმა" რამდენიმე კომპანიასთან ერთად ფინანსთა სამინისტროს და პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

"კოკა-კოლამ", "ბორჯომმა", "წყალი მარგებელმა" და "კასტელ ჯორჯიამ" ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 
სარჩელის ავტორები "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებსა და "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების დამდგენი ნორმატიული აქტები არაკონსტიტუციურია, კერძოდ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 30-ე მუხლებს. 

 

 

"სარჩელი ემყარება იმ არგუმენტაციას, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების დამდგენი სადავო აქტებით მოსარჩელეებს ეზღუდებათ საქართველოში საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის შესაძლებლობა. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი არაკონსტიტუციურია, რამეთუ ზღუდავს საკუთრების უფლებას იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელეებს უწევთ მეტი ქონებრივი ტვირთის გაღება, ვიდრე ეს აუცილებელია ჯეროვანი საგადასახადო ადმინისტრირებისთვის", - ნათქვამია სარჩელში.

სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელეების საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა-დარღვევის გარდა, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი დისკრიმინაციულია იმდენად, რამდენადაც ის ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ არაალკოჰოლური სასმელების (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლების) მწარმოებლებს ეხება და მათთვის სრულიად უსაფუძვლო ფინანსურ ტვირთს წარმოშობს. 

სარჩელის ავტორები (შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერი-ჯიზ კომპანია", შპს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", სს "წყალი მარგებელი" და შპს "კასტელ ჯორჯია") საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, რომ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენით განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვიტოს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.