ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში Facebook-ზე ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ბ. გ-მ სავარაუდოდ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით მან თავი ჩამოიხრჩო. ამ ეტაპზე უცნობია თვითმკვლელობის მიზეზი.
ფაქტს შსს ადასტურებს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.