ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის მუნციპალიტეტის სოფელ კლდესთან მსხვერპლის გარეშე დასრულდა. სოფლის შესახვევთან მსუბუქი მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ–ერთი მათგანი ამოტრიალდა.
მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის ჯგუფები. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია მოძრაობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი"