ბაკურიანში გარდაცვლილი სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დაკრაძალეს. სპორტსმენის დაკრძალვას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. ყაზბეგიდან და გუდაურიდან ჩამოსულმა სნოუბორდისტებმა გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
ნუგზარ დიაკონაშვილი, ნოდარ ქუმარიტაშვილის თანაკლასელი იყო.
სპორტსმენის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაკურიანის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გადაიხადეს, რის შემდეგაც სნოუბორდისტი ადგილობრივ სასაფლაოზე დაგრძალეს.
ნუგზარ დიაკონაშვილი 5 იანვარს გარდაიცვალა. სრილის დროს ჩამოწოლილმა ზვავმა ქვეშ მოიყოლა, მაშველებმა სამ საათიანი ძებნის შემდეგ ის გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდა სპორტსმენი ბაკურიანის სნოუბორდის გუნდს ხელმძღვანელობდა. იგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. ერთ–ერთი ბოლო წარმატება 2015 წელს მოიპოვა, სადაც სნოუბორდ–კროსში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
სპორტსმენი კორეის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად ემზადებოდა.