მსურველები გამოცდებს 11-13 იანვარს თბილისსა და ქუთაისში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში ჩააბარებენ.
შეფასებისა
და
გამოცდების
ეროვნული
ცენტრის
ინფორმაციით,
გამოცდები
ეროვნული
სასწავლო
გეგმით
გათვალისწინებულ
შემდეგ
საგნებში
ჩატარდება:
ქართული
ენა
და
ლიტერატურა,
მათემატიკა
და
ბუნებისმეტყველება
(I-VI
კლასები);
ქართული
ენა
და
ლიტერატურა,
მათემატიკა
და
ბუნებისმეტყველება
(I-IV
კლასები);
ქართული
ენა
და
ლიტერატურა,
მათემატიკა,
ისტორია,
გეოგრაფია,
სამოქალაქო
განათლება,
ფიზიკა,
ქიმია
და
ბიოლოგია
(VII-XII
კლასები);
ქართული,
როგორც
მეორე
ენა,
ინგლისური,
გერმანული,
ფრანგული
და
რუსული
(I-XII
კლასები);
სახვითი
და
გამოყენებითი
ხელოვნება;
ინფორმაციული
და
საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები.
მუსიკისა
და
სპორტის
მასწავლებლები
გამოცდებისათვის
დარეგისტრირებას
გაზაფხულზე
შეძლებენ.
მათ
საშუალება
ექნებათ
საგნის
გამოცდაზე
ივლისის
თვეში
გავიდნენ.
მათივე ინფორმაციით, 2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში აქვთ. ზაფხულში პედაგოგები ისევე, როგორც სხვა გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ, რაც მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს - აპლიკანტი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს